წყალდიდობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში 

29 ნოე 2025

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დამანგრეველი წყალდიდობებისა და მეწყერების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350-ს გადააჭარბა.

ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შემდეგ ინდონეზიაში, ტაილანდსა და მალაიზიაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ინდონეზიაში მაშველები ცდილობენ სუმატრას კუნძულის ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებამდე მიღწევას, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თავშესაფარში ამ დროისთვის 34 ათასი ადამიანი რჩება.