პოლონეთმა საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა

29 ნოე 2025

პოლონეთმა საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულ მზად ყოფნაში მოიყვანა. გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებული მასირებული თავდასხმის გამო მიიღეს.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით, აღნიშნული ქმედებები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

სარდლობაში აცხადებენ, რომ აკვირდებიან მიმდინარე სიტუაციას.