28 აპრ 2026
ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა მომავალი სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა. ქართველ მოციგურავეებს გრან პრის ეტაპებზე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ელით ასპარეზობა. იუნიორთა შორის გრან პრის ერთ-ერთ ეტაპს ბათუმის საციგურაო არენა 23-26 სექტემბერს უმასპინძლებს.
ევროპის ჩემპიონატი უფროსებს შორის შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მომავალი წლის 25-31 იანვარს გაიმართება. მსოფლიოს ჩემპიონატს კი, 15-21 მარტს, ფინური ტამპერე უმასპინძლებს.
გრან პრის ფინალი როგორც უფროსებში, ისე იუნიორებში, 10-13 დეკემბერს ჩინეთში, ქალაქ ჩუნცინში გაიმართება.