28 აპრ 2026
ბათუმის „დინამომ“ საშინაო არენაზე ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და 0:3 დამარცხდა. „ტორპედო“ 44-ე წუთზე დიეგო დეისაძემ დააწინაურა, სტუმართა უპირატესობა მატეო შიმიჩმა 56-ე და ლადო მამუჩაშვილმა 65-ე გაზარდეს. ორი საგოლე გადაცემა გიორგი არაბიძემ შეასრულა.
ეროვნულ ლიგაში „გაგრამ“ „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.
ამ მატჩებით ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა. გათამაშების ლიდერი თბილისის „იბერიაა“, ბათუმის „დინამო“ კი ბოლო ადგილზეა.