ლიტერატურული კონკურსი “ლექსების გამოფენა”

29 ნოე 2025

ბათუმში ლიტერატურული კონკურსი „ლექსების გამოფენა“ მიმდინარეობს. წელს კონკურსი მეთოთხმეტედ იმართება.

ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. კონკურსი ორ ნომინაციაშია, პოეზიასა და პროზაში. ორივე მათგანში 300-მდე მსურველი მონაწილეობს, საფინალო ღონისძიებისთვის კი საუკეთესო ოცეულები ვლინდება.

პროზის კონკურსი „ასი სიტყვა“ უკვე დასრულდა, ხვალ კი გამარჯვებულს ჟიური პოეზიის ნომინაციაში გამოავლენს.