28 აპრ 2026
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ დაუპირისპირდებიან.
„ბაიერნი“ „პარი სენ-ჟერმენთან“ ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობას ფლობს: 16 მატჩი, 9 მოგება და 7 წაგება. ფრე ამ გუნდების დაპირისპირებებში არასდროს დაფიქსირებულა.
მატჩამდე კომენტარი გააკეთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ:
„ვფიქრობ, რთული თამაში იქნება, რადგან ბაიერნი ახლა კარგ ფორმაშია. მაგრამ ჩვენ „პსჟ“ ვართ. ვიცით, რომ ყველასთან გამარჯვება შეგვიძლია, თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ. ძალიან მოტივირებულები ვართ, რადგან ვიცით, რომ ახლა ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ვთამაშობთ. ვეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად ვიბრძოლებთ და ვფიქრობ, მთავარი მიზეზი, რატომაც კარგად უნდა ვითამაშოთ, სწორედ გულშემატკივარია“, - აღნიშნა კვარამ.
მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.