28 აპრ 2026
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მიესალმება რუსეთის მხარდაჭერას დიპლომატიის მიმართ და ორ ქვეყანას შორის კავშირების სიმტკიცეზე საუბრობს. არაღჩიმ ეს განცხადება, რომელიც იქს-ზე გამოქვეყნდა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ბოლო დროს მომხდარმა მოვლენებმა დაადასტურა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის სიღრმე და სიმტკიცე. ჩვენი ურთიერთობების განვითარებასთან ერთად, ჩვენ მადლიერები ვართ სოლიდარობისთვის და მივესალმებით რუსეთის მხარდაჭერას დიპლომატიის მიმართ“, - წერს არაღჩი.
რუსეთი ახლო აღმოსავლეთში სიმშვიდის აღდგენისთვის აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ მხარეებს შორის შუამავლობის ინიციატივით გამოდის. რუსეთმა ასევე არაერთხელ შესთავაზა ირანს გამდიდრებული ურანის შენახვა დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, რაც შეერთებულმა შტატებმა უარყო.