უკრაინულმა დრონებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს  ტუაფსის პორტს

28 აპრ 2026

უკრაინამ დრონებით შეუტია  რუსეთის ქალაქ  ტუაფსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.

კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა ტელეგრამზე დაწერა, რომ 28 აპრილს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი დრონების ნამსხვრევების ცვენის გამო გაჩნდა. ეს იყო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დრონებით  თავდასხმის მეორე შემთხვევა „როსნეფტის“ საკუთრებაში არსებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ტუაფსის პორტზე, რამაც გამოიწვია ზღვაში ნავთობის დაღვრა და ხანძარი, რომლის ჩაქრობასაც რამდენიმე დღე დასჭირდა.

ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც ძირითადად ნავთობპროდუქტების ექსპორტს ახორციელებს და რომლის დღიური წარმოების მოცულობა  240 ათასი ბარელია,  16 აპრილიდან დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეწყვიტა.