28 აპრ 2026
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს.
"შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ დილიკაურთან, ცენტრალური გაზსადენის მონაკვეთზე დაფიქსირდა გაზის გაჟონვა, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას.
უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ავარიული სიტუაციის დროული ლიკვიდაციის მიზნით, მიმდინარე წლის 29 აპრილს, 06:00 საათიდან განხორციელდება მაგისტრალური გაზსადენის შესაბამისი მონაკვეთის გათიშვა, რის შედეგადაც ზესტაფონის, ასევე ბოსლევის, ხარაგაულის, წევისა და აჭარის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს დროებით შეეზღუდებათ ბუნებრივი გაზის მიწოდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 29 აპრილის 21:00 საათამდე და დაიწყება ეტაპობრივად გაზმომარაგების აღდგენა.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის და უზრუნველყოფს, რომ სამუშაოები განხორციელდეს მაქსიმალურად მოკლე ვადებში და სრული უსაფრთხოების დაცვით",- აღნიშნულია განცხადებაში.