ვითარება უკრაინაში 

30 ნოე 2025

ვიშგოროდში რუსულ სარაკეტო დარტყმებს მსხვერპლი მოჰყვა. კიევის ოლქში, გვიან ღამით მიტანილი იერიშის დროს 1 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაბომბვის შედეგად კი საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ მაშველები და წითელი ჯვრის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, ბოლო 1 კვირის განმავლობაში კიევის მიმართულებით რუსული დარტყმების რაოდენობა გაზრდილია. გასულ დღეს დედაქალაქში 6 ადამიანი დაიღუპა.