ორი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა 

30 ნოე 2025

ჩიგოგიძის გალერეაში ორი თანამედროვე მხატვრის ერთობლივი  გამოფენა გაიმართა. ერთობლივ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ორი მხატვრის სრულიად განსხვავებული 40-მდე ნამუშევარი.

გამოფენის ორგანიზატორების თქმით გალერეაში  ერთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად რამდენიმე გამოფენა გაიმართება და ტურისტულ ქალაქში დედაქალაქიდან მოიწვევს ცნობილ მხატვრებს. ახალი პროექტის   მთავარი მიზანი რეგიონში თანამედროვე ხელოვნების მიმართ ინტერესის გაძლიერებაა.

გია გუგუშვილის და ქეთი მატაბელის ერთობლივი გამოფენა 20 დეკემბრამდე გაგრძელდება და დამთვალიერებლებისთვის ყოველდღიურად იქნება ხელმისაწვდომი.