28 აპრ 2026
სპორტის მინისტრი მსოფლიოსა და ევროპის მინიფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მინიფეხბურთის განვითარების პერსპექტივებსა და მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
მსოფლიოსა და ევროპული ფედერაციების პრეზიდენტების საქართველოში ვიზიტი სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს მინიფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ აღიარებას უკავშირდება.
სპორტის სამინისტროს გარდა, სამუშაო შეხვედრებს ფილიპ ჯუდა და პიტერ კრალიკი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშიც გამართავენ.