სპორტსმენების დაჯილდოება

28 აპრ 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილი სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული სპორტსმენები ვიქტორ სანეევისა და ვიტალი დარასელიას სახელობითი სტიპენდიებით დააჯილდოვა. სტიპენდია ჯამში 19 სპორტსმენს გადაეცა.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდნენ როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტის წარმომადგენლები, რომლებმაც მაღალი შედეგებით გამოიჩინეს თავი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში.

დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, სპორტის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.