მინდა, ბატონ ზურაბ პატარაძეს მივულოცო მთავრობის თავმჯდომარის პოზიციის ოფიციალურად დაკავება - ირაკლი კობახიძე

28 აპრ 2026

მე მინდა, ბატონ ზურაბ პატარაძეს მივულოცო მთავრობის თავმჯდომარის პოზიციის ოფიციალურად დაკავება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, მმართველი გუნდი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ მისი საქმიანობა მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე გამორჩეულად წარმატებული იქნება.

"მე მინდა, ბატონ ზურაბ პატარაძეს მივულოცო მთავრობის თავმჯდომარის პოზიციის ოფიციალურად დაკავება. ჩვენ დღეს ის ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე წარვადგინეთ, თუმცა მას წარდგენა არ სჭირდებოდა. ის წლების მანძილზე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ძალიან წარმატებული იყო მისი საქმიანობა. შესაბამისად, აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ მისი საქმიანობა მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე იქნება გამორჩეულად წარმატებული. ძალიან ბევრი ახალი პროექტი დაიწყო აჭარაში, ძალიან ბევრ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი და ამ საქმეს დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი წარმატებით გააგრძელებს ზურაბ პატარიძე. ამასთან, მას აუცილებლად ექნება ახალი ინიციატივები ამ მხარის განვითარების და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.