28 აპრ 2026
საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩიეს.
პატრიარქობის კანდიდატები არიან:
- კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);
- მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი);
- ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა 7-7 ხმა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, შესაძლო კანდიდატთა შორის იყვნენ: წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი.
სამი კანდიდატიდან საბოლოოდ, საქართველოს 142-ე პატრიარქს გაფართოებული საეკლესიო კრება ფარული ხმის მიცემით შეარჩევს. გაფართოებული საეკლესიო კრება 17 მაისამდე უნდა გაიმართოს.