ტუაფსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკრაინამ დრონებით მესამედ შეუტია 

28 აპრ 2026

ტუაფსის  ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონით თავდასხმას მასშტაბური ხანძარი მოჰყვა.  ეს შავი ზღვის პორტზე ორ კვირაზე ნაკლებ დროში განხორციელებული მესამე თავდასხმაა. უკრაინელმა სამხედროებმა დაადასტურეს, რომ თავდასხმა მათ განახორციელეს, რაც რუსეთის ნავთობის მრეწველობის განადგურების და შემოსავლების შემცირების მიზნით გაკეთდა.

ტუაფსის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ 16 აპრილს დრონებით პორტის დაზიანების გამო წარმოება შეაჩერა, რამაც თავის მხრივ შეუძლებელი გახადა მისი პროდუქციის გადაზიდვა.

ოფიციალური მონაცემებით,  თავდასხმების შედეგად   სამი ადამიანი დაიღუპა და  ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა. ტუაფსის რაიონის ხელმძღვანელის სერგეი ბოიკოს განცხადებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია ავტობუსებით ადგილობრივ სკოლაში მოხდა.

კრემლში აცხადებენ, რომ  ტუაფსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონით თავდასხმის შემდეგ გარემოს დაცვის კუთხით საჭირო ზომებს მიიღებენ.