შეხვედრა სპორტის სამინისტროში

29 აპრ 2026

სპორტის სამინისტროში მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ხელმხღვანელობდა.

მუნიციპალიტეტებში ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა იგეგმება და შეხვედრაზე აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში სპორტული კომპლექსებისა და საცურაო აუზების მშენებლობისთვის აუცილებელი სტანდარტები და სხვა საჭიროებები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრები სპორტულ ფედერაციებთან მომავალშიც გაგრძელდება.