29 აპრ 2026
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა ლიბანში ჰეზბოლას ტერორისტული გვირაბი ააფეთქა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი ჰეზბოლას ინფრასტრუქტურას ანადგურებს და ჰეზბოლას მებრძოლების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს.
„ჩვენ ვმოქმედებთ უსაფრთხოების ზონაში, მდინარე ლიტანის სამხრეთით და ჩრდილოეთით, ბექაას ველზე და ჩრდილოეთ ლიბანში“, - თქვა მან.
აშშ-ის შუამავლობით ისრაელსა და ლიბანს შორის მიღწეულმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ საომარი მოქმედებები მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ დაჯგუფებას შორის სამხრეთ ლიბანში შეტაკებები გრძელდება, სადაც ისრაელმა თავისი ჯარისკაცები თვითგამოცხადებულ ბუფერულ ზონაში დატოვა.
ისრაელი სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ დაჯგუფების ინფრასტრუქტურას ანადგურებს. თავის მხრივ ჰეზბოლა ლიბანსა და ჩრდილოეთ ისრაელს დრონებითა და რაკეტებით უტევს.