პუტინი ტუაფსეზე უკრაინული დრონებით გახშირებულ თავდასხმებს გამოეხმაურა

29 აპრ 2026

უკრაინამ გააძლიერა თავდასხმები რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე- აცხადებს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ბოლოდროინდელი დრონით განხორციელებული თავდასხმის  სერიის შემდეგ. 

„სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმები გახშირდა“, - განაცხადა პუტინმა სატელევიზიო გამოსვლაში და მაგალითად  ტუაფსეში ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმები დაასახელა, რომელმაც  პუტინის თქმით, შესაძლოა სერიოზული გარემოსდაცვითი შედეგები გამოიწვიოს.

რეგიონის გუბერნატორი   სერიოზულ  საფრთხეებს გამორიცხავს და ირწმუნება, რომ ადგილობრივები  ახერხებენ იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელთა წინაშეც ბოლო პერიოდში აღმოჩნდნენ.