ლაშა ბექაურმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო

30 ნოე 2025

აბუ დაბის გრანდ სლემზე ლაშა ბექაური ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში მოლდოველი მიჰაილ ლატისევი დაამარცხა.

გრანდ სლემებზე ლაშა ბექაურისთვის აღნიშნული ოქროს მედალი კარიერაში მეოთხეა. 

ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი.