29 აპრ 2026
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ირანში ომის შესახებ მისი პოზიციის გამო გააკრიტიკა. „გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ქონა ნორმალურია. მან არ იცის რაზე საუბრობს!“ - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ პლატფორმაზე.
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობა ამცირებს შეერთებულ შტატებს და აიძულებს აშშ-ის ოფიციალურ პირებს პაკისტანში ჩასვლას და შემდეგ იქედან ყოველგვარი შედეგის გარეშე წასვლას, რადგან ირანელები ძალიან ოსტატურად მოქმედებენ და უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ, ვიდრე ამას ვინმე იფიქრებდა.
მერცმა ასევე თქვა, რომ აშშ-ს ირანის ომში არანაირი სტრატეგია არ აქვს.
ევროპელი ლიდერების მხრიდან ამ შინაარსის კომენტარები ხაზს უსვამს ვაშინგტონსა და მის ევროპელ ნატოს მოკავშირეებს შორის ღრმა განხეთქილებას, რომელიც მანამდე უკრაინისა და სხვა საკითხების გამო გამწვავდა.