29 აპრ 2026
"რეალურად, ეს ყველაფერი ძალიან მარტივადაა - განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სამართალდამცავ სისტემაში, დაემატა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი - საკოორდინაციო რგოლი და ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაეკისრა ვიცე პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს და ამ თანამდებობას, როგორც მოგეხსენებათ, დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბრისას.
პრემიერი გამოეხმაურა საკითხზე ოპოზიციის შეფასებებს და აღნიშნა, რომ ეს შეფასებები სპეკულაციურია.
"თვითონვე იკარგებიან ხოლმე საკუთარ ვერსიებში - ჯერ ჰქონდათ სრულიად სხვა ვერსია, ახლა განავითარეს სრულიად სხვა. რეალურად, ეს ყველაფერი ძალიან მარტივადაა - განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები სამართალდამცავ სისტემაში, დაემატა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი - საკოორდინაციო რგოლი და ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაეკისრა ვიცე პრემიერს, სახელმწიფო მინისტრს და ამ თანამდებობას, როგორც მოგეხსენებათ, დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე.
ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება. რა თქმა უნდა, საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს. სინამდვილეში, ძლიერდება სამართალდამცავი ორგანოების სისტემა ახალი რგოლის დამატებით და ეს არის მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა, რომელიც განხორციელდა მთავრობის სისტემაში," - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. მისივე თქმით, უმეტეს შემთხვევაში ახალი მინისტრები დავნიშნეთ მთავრობის გარედან. აქაც ჩანს, რომ სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი. ის, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მინისტრის თანამდებობა პოლიტიკური თანამდებობაა და შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ ვინც ინიშნება პოლიტიკურ თანამდებობაზე ჰქონდეს პოლიტიკური წარსულიც.
„საქართველოს მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. უმეტეს შემთხვევაში ახალი მინისტრები დავნიშნეთ მთავრობის გარედან. აქაც ჩანს, რომ სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი. ის, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. ნებისმიერ ქვეყანაში ეს ასე ხდება. ბუნებრივია, რადიკალური ოპოზიციის ალიანსიდან ჩვენ კადრებს ვერ შევარჩევთ და არც მოვიზიდავთ. ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას, იმდენად დიდი პრობლემაა კომპეტენციის კუთხით. ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ფართო გუნდიდან ხდება ხოლმე კადრების შერჩევა. პოლიტიკური თანამდებობაა მინისტრის თანამდებობა და შესაბამისად, მიზანშეწონილია, ვინც ინიშნება პოლიტიკურ თანამდებობაზე ჰქონდეს პოლიტიკური წარსულიც, დაკავშირებული ჩვენს გუნდთან. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, ყველა ქვეყანაში ასე ხდება“, - განაცხადა პრემიერმა.