29 აპრ 2026
საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "ერისიონს", არსებობის ისტორიაში პირველად, საკუთარი შენობა აქვს. 4080 კვ.მ. თანამედროვე სტანდარტების ნაგებობა მოიცავს ორ სარეპეტიციო დარბაზს, აქედან ერთ-ერთი საკონცერტო დანიშნულებისაც არის, რომელშიც 100-მდე მაყურებელი ეტევა, ,,ერისიონის'' სკოლა-სტუდიის 900-მდე ბავშვისთვის სარეპეტიციო 3 დარბაზს, მსახიობების საგრიმიოროებს, ხმის ჩამწერ სტუდიას, ანსამბლის ადმინისტრაციის საოფისე სივრცეებს, სასცენო სამოსის შესანახ სივრცეებს, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის მოწყობილია პანდუსები, ლიფტი და სხვ.