29 აპრ 2026
ქალაქ რუსთავში ქვემო ქართლიდან საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა. სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლბერიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელბი წინასაფესტივალო მზადების პროცესს გაეცნენ და ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატება უსურვეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორები, მწვრთნელები და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები. ფესტივალზე ქვემო ქართლიდან სპორტის 14 სახეობაში იასპარეზებენ.