თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,ბუპრენორფინი" აღმოაჩინეს

29 აპრ 2026

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება ,,ბუპრენორფინი“ აღმოაჩინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მებაჟე ოფიცრის მიერ, შეჩერებული უცხო ქვეყნის მოქალაქის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა ყავისთვის განკუთვნილ ორ ჰერმეტულ შეფუთვად დაფასოებული, საერთო ჯამში 1 კილოგრამი ,,ბუპრენორფინის“ შემცველი აბები (2 500 აბზე მეტი).

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.