29 აპრ 2026
თეთრ სახლში გამართულ სახელმწიფო ვახშამზე მეფე ჩარლზმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბრიტანული წყალქვეშა ნავის ზარი აჩუქა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მეფემ აღნიშნა, რომ წყალქვეშა ნავი, რომელზეც დატანებულია წარწერა ტრამპი, 1944 წელს ჩაუშვეს და მოგვიანებით წყნარი ოკეანის ომის დროს ავსტრალიაში ბაზირებულ ძალებს ემსახურებოდა.
მეფე ჩარლზი თითქმის 50 წლის წინ სამეფო საზღვაო ფლოტში მსახურობდა. მან დონალდ ტრამპს უთხრა, რომ წყალქვეშა ნავმა გადამწყვეტი როლი ითამაშა წყნარი ოკეანის ომის დროს. ჩარლზმა თქვა, რომ ეს ტრამპისთვის გადაცემული მისი პირადი საჩუქარია და მას საერთო ისტორიისა და მათი ქვეყნის ბრწყინვალე მომავლის სიმბოლო უწოდა.
„თუ ოდესმე დაგჭირდეთ ჩვენთან დაკავშირება, უბრალოდ დაგვირეკეთ“ - უთხრა მეფემ პრეზიდენტს.