ბრიუსელი უკრაინას 90 მილიარდიანი დახმარების გადაცემამდე პირობებს უყენებენ

29 აპრ 2026

ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი ევროს  კრედიტის გამოსაყოფად პირობებს უმკაცრებს. ინფორმაციას გამოცემა  ბლუმბერგი ავრცელებს. ევროკავშირი თანხის გადაცემის წინაპირობად ბიზნესისთვის საგადასახადო რეფორმების გატარებას მოითხოვს. 

გამოცემა წერს, რომ  უნდა დაწესდეს 20%-იანი დამატებითი ღირებულების გადასახადი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მუშაობენ შეღავათიანი სისტემით და მათი წლიური შემოსავალი 4 მილიონ გრივნაზე მეტია.

გეგმას ევროკომისია უკვე განიხილავს. ჯერ საუბარია მხოლოდ 8,4 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებაზე, რომელიც კიევმა მიმდინარე წელს უნდა მიიღოს, რათა რუსულ აგრესიას გაუმკლავდეს.

კიევი თავის მეორე უმსხვილეს დონორს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს სთხოვს, გადადოს ანალოგიური მოთხოვნების შემოღება, რათა 8 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტი დროულად მიიღოს.