ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი

01 დეკ 2025

დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი ბაკურიანი-წაღვერის სატყეო უბანზე გამოავლინეს. სატყეო სააგენტოს ინფრომაციით, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის 5 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი.

უწყების ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების მონიტორინგი დრონებთან ერთად, სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგებისა და სამხრე კამერების საშუალებითაც ხორციელდება.