ევროკავშირი ირანის ომის გამო ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე ფიქრობს

29 აპრ 2026

სტრასბურგში, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ირანის კრიზისთან დაკავშირებით ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შესახებ ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. 

,,უოლ სტრით ჯორნალმა'' გვიან ღამით აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს ირანის ხანგრძლივი ბლოკადისთვის მომზადება დაავალა.

ნავთობსა და გაზზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქვეყნები ფასების მკვეთრი ზრდის, ინფლაციის   და გლობალური რეცესიის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, რაც აშფოთებთ ევროპელებს, რომლებმაც 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისი გადაიტანეს.

ევროპარლამენტი ახლო აღმოსავლეთის კრიზისის საპასუხოდ საკუთარ სტრატეგიაზე მსჯელობს.