31 მაი 2017
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გონიოს ციხის მუზეუმ-ნაკრძალში ღონისძიებებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა ციხის ეზოში ნახატები შექმნეს და იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა.