29 აპრ 2026
ერთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად უკრაინის ქალაქ სუმიზე - ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
რუსული რაკეტებისა და დრონების სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სექტორი იყო.
თავდასხმის შედეგად სახლებში ხანძარი გაჩნდა. ერთ-ერთ ცეცხლმოკიდებულ სახლში მხუთავი აირით მოწამლვის შედეგად 60 წლის ქალი დაიღუპა. დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი.
სუმის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ბრიგადა შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ასრულებს. რეგიონის გუბერნატორი ოლეგ გრიგორევი ადასტურებს, რომ სუმის შოსტკას რაიონზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.