საქართველოს ქვიშაზე ჭიდაობის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის სერიებისთვის ემზადება

29 აპრ 2026

საქართველოს ქვიშაზე ჭიდაობის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სერიებისთვის მემზადება. მიმდინარე წლის 20-21 ივნისს მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ, - მესამე სერტიას ბათუმი უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ქართველი ფალავნები ჯერ ვიეტნამში პირველ სერიაში იასპარეზებენ, შემდეგ კი ხორვატიაში მეორე სერიის შეხვედრებს გამართავენ.

ჩვენი ეროვნული გუნდი დასკვნით საწვრთნელ შეკრებას ბათუმში გადის. მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ოთხ წონით კატეგორიაში რვა სპორტსმენით იქნება წარმოდგნილი, მათ შორის მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონებით. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები მამუკა კორძაია და ლევან ქელეხსაშვილი გახდნენ. საქართველოს ქვიშაზე ჭიდაობის ნაკრები მთავარი მწვრთნელის ჯემალ კილაძის ხელმძღვანელობით ვიეტნამში 6 მაისს გაემგზავრება. 

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე სენეგალში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები ოთხივე წონით კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი.