29 აპრ 2026
აჭარის უმაღლეს საბჭოში მინისტრის საათი ჩაინიშნა. ხვალ, 30 აპრილს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრები აჭარის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრს მოუსმენენ. მაია ხაჯიშვილი დეპუტატებს სამინისტროს საქმიანობის წლიურ ანგარიშს გააცნობს. ამის გარდა უმაღლესი საბჭოს წევრები ცვლილებას შეიტანენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდებაში, და ნაცვლად არსებულისა აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო იქნება.
რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი დღეს ბიუროს სხდომაზე დაამტკიცეს.
დღის წესრიგის მიხედვით ხვალ სხდომაზე კენჭის ყრაზე დადგება ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების კანონპროექტი.
ცვლილებები კომპლექსურია და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, მის საფუძველზე რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს საარჩევნო კოდექსი საქართველოს შესაბამის კანონთან თანხვედრაში მოვა.