29 აპრ 2026
“ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენა - EBIT 2026” ბათუმში 30 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით გაიმართება. შერატონის საგამოფენო სივრცეში ტურისტულ სააგენტოებს, სასტუმროებს, რესტორნებს და სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებლებს სამუშაოები უკვე დაწყებული აქვს.
გამოფენაზე დაინტერესებული პირები ასევე ნახავენ დაცული ტერიტორიების, სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრების, სატრანსპორტო კომპანიების და ტურ-ოპერატორების კუთხეებსაც.
რაც შეეხება საკურორტო ზონებს, მუნიციპალიტეტებს ისევე როგორც სადაზღვევო კომპანიებს, ტურიზმის დეპარტამენტს და ასოციაციებს, ტრადიციულად ისევ მონაწილეობენ გამოფენაში. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მთავარი მიზანია, ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება და საქმიანი ურთიერთობების დამყარება.
გამოფენაში ჯამში 100-ზე მეტი ქართული და უცხოური კომპანია მონაწილეობს.