29 აპრ 2026
ერეკლე დავითაძის იგივე ერდოღან შენოლის საღამო გაიმართა დღეს აჭარის მწერალთა სახლში.
თურქეთში მცხოვრებ, მუჰაჯირების შთამომავალ ეთნიკურ ქართველს ბათუმში უკვე მეორედ მასპინძლობენ. იგი არის მკვლევარი, მთარგმნელი და პუბლიცისტი.
ქართული სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურის თარგმნის იდეა მას რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა , მას შემდეგ, რაც თავად ისწავლა ქართული ენა და ეთნიკურ ქართველებში საკუთარი სამშობლოს შესახებ , ქართული კულტურისა და ისტორიის გაცნობის საჭიროება დაინახა.