29 აპრ 2026
აჭარის ხელოვნების მუზეუმში, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორის ირაკლი ჩავლეიშვილის მონოგრაფიის ათასწლეულების ნამოსახლარები, ფიჭვნარი - IX პრეზენტაცია გაიმართა.
ნაშრომში შესულია ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიციებისა და საქართველო-ბრიტანეთის ფიჭვნარის ერთობლივი ექსპედიციის მუშაობის შედეგები.
ნაშრომს საფუძვლად დაედო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარების არქეოლოგიური შესწავლა.
მწიშვნელოვანია, რომ ნაშრომში სრულადაა შესწავლილი იმდროინდელი კოლხური დასახლების სისტემა და კარ-მიდამო, კონსტრუქციული სტრუქტურა და მშენებლობის ტექნიკა, ასევე ჩოლოქ- ოჩხამურის ხერთვისის ზონაში მცხოვრები ხალხის მაღალგანვითარებული მეურნეობა.
მონოგრაფია დაიბეჭდა აჭარის მუზეუმების გაერთიანების მიერ.