29 აპრ 2026
„ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” გამარჯვებულმა ორმა აქსელერატორმა 500 Global და Founder Institute 2080 Ventures-თან ერთად აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.
პროგრამა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ხორციელდება.
„ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა” ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერის კიდევ ერთი მექანიზმია, რომელიც დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში.
პროგრამის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების განვითარება, მათი საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა.