30 აპრ 2026
საქართველოს თავდაცვის ძალებს ვულოცავთ 35 წლის იუბილეს. ეს გამორჩეული თარიღი წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების გზაზე მიღწეული პროგრესის თვალსაჩინო მაჩვენებელს. აღნიშნულია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადებაში.
მათივე განმარტებით, საქართველოს თავდაცვის ძალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საქმეში.
"მათი საქმიანობა ეფუძნება პროფესიონალიზმს, დისციპლინას, პასუხისმგებლობასა და სახელმწიფო ინტერესებისადმი ერთგულებას.
ვუსურვებთ საქართველოს თავდაცვის ძალებს კიდევ უფრო გაძლიერებას, განვითარებასა და წარმატებულ საქმიანობას ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების გზაზე"- აღნიშნულია განცხადებაში.