პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

30 აპრ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირკალი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ვაზიანში გაიმართება.

1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა.

1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.