„ატლეტიკო“ „არსენალი - 1:1

30 აპრ 2026

ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ წყვილში პირველი მატჩი გაიმართა. მადრიდში „ატლეტიკომ“ „არსენალს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ორივე გოლი პენალტიდან გავიდა. 44-ე წუთზე ვიქტორ დიოკერეშმა გახსნა ანგარიში და ლონდონელები დააწინაურა, 56-ე წუთზე ხულიან ალვარესმა გაათანაბრა.

ამ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 5 მაისს ლონდონში გაიმართება.