მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პარტიად ჩამოყალიბდა

01 დეკ 2025

მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდა. სადამფუძნებლო ყრილობა დღეს გამართა. ყრილობაზე დამტკიცდა გაერთიანების წესდება, აირჩიეს პარტიის ხელმძღვანელი და სხვა სტრუქტურული ერთეულები.

პოლიტიკური საბჭოს წევრებად არჩეული არიან - ვახტანგ შაქარიშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი და ბიძინა გიორგობიანი; აღმასრულებელ მდივნად კი აირჩიეს ვახტანგ შაქარიშვილი.

პარტიის ლიდერების განცხადებით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიზნებია – საზოგადოებაში ეროვნული და ტრადიციული ფასეულობების დაცვა; საერთაშორისოდ აღიარებული მუდმივი ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის მოპოვება და შენარჩუნება; სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფა; საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცება; ქვეყნის ეკონომიური, სოციალური, და კულტურული განვითარება; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ამასთან, პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, 2028 წლისთვის პარტია მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.