ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში 100 გოლი დაუგროვდა

30 აპრ 2026

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დუბლი შეასრულა. მანუელ ნოიერის კარში გატანილი მისი მეორე გოლი კი ქართველის კარიერაში საიუბილეო - მე-100 აღმოჩნდა.

ქართველმა შემტევმა დღემდე 348 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზეა 100 გოლი და 57 საგოლე გადაცემა.

მან მოიგო: ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ იტალიის სერია A, საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი, რუსეთის თასი. არის სერია A-ს წლის საუკეთესო მოთამაშე, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე და სამგზის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი.