30 აპრ 2026
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფი გრძელდება. სერიის მეხუთე მატჩში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ სტუმრად „კლივლენდთან“ 120:125 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 15 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 3 მოხსნა და ერთი დაფარება მიითვალა. სერიაში ანგარიში 3:2-ია „კლივლენდის“ სასარგებლოდ.
მომდევნო შეხვედრას „ტორონტო“ 2 მაისს საკუთარ მოედანზე გამართავს.