გოგა ბითაძის „ორლანდო“ „დეტროიტთან“ დამარცხდა

30 აპრ 2026

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის სერიის მეხუთე შეხვედრაში გოგა ბითაძის „ორლანდო“ „დეტროიტთან“  109:116 დამარცხდა.

სერიაში ანგარიში 3:2-ია „დეტროიტის“ სასარგებლოდ. რაც შეეხება ბითაძეს, მან პარკეტზე 14 წუთი გაატარა, რა დროშიც მხოლოდ 1 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

მომდევნო შეხვედრას ქართველის გუნდი 2 მაისს საკუთარ დარბაზში ჩაატარებს.