30 აპრ 2026
თბილისის სპორტის სასახლემ ფრენბურთში საქართველოს 34-ე ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ მატჩებს უმასპინძლა.
მედლებისთვის ბრძოლა როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის გაიმართა. ქალთა შორის ერთმანეთს ბათუმის ქალთა ფრენბურთის კლუბი და თბილისის ევროპის უნივერსიტეტის ნაკრები დაუპირისპირდნენ.
მამაკაცთა შორის კი საჩემპიონო ტიტულისთვის ბათუმისა და ცაგერის გუნდებმა იბრძოლეს. ქალთა შორის ჩემპიონის ტიტული ევროპის უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა, „ბათუმი“ ამჯერადაც ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.
ვიცე-ჩემპიონობას და ვერცხლის მედლები მოიპოვა ბათუმის“ კაცთა გუნდმაც. მატჩების დასრულების შემდეგ საზეიმო ცერემონია გაიმართა, სადაც საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
გუნდურ წარმატებასთან ერთად, გამოვლინდნენ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა ლიგაში.