30 აპრ 2026
სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობა დასკვნით ეტაპზე გადადის.
პარლამენტში სავარაუდოდ ხვალ შემაჯამებელ სხდომაზე შეიკრიბებიან, დღეს კომისიის სხდომაზე ხუთი ნავთობკომპანიის წარმომადგენლებს ელოდებიან.
კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრით, სხვადასხვა კომპანიის წევრებთან გასაუბრებები დასრულდება.