აჭარის ჩემპიონატი შერეულ ორთაბრძოლებში

30 აპრ 2026

ბათუმის საბრძოლო აკადემია ორი დღის მანძილზე შერეულ ორთაბრძოლებში აჭარის ჩემპიონატს მასპინძლობდა.

შეჯიბრება 12-დან 21 წლამდე ასაკის ვაჟთა შორის, სხვადასხვა წონით კატეგორიებში ჩატარდა.

სულ ტურნირში აჭარაში მოქმედი ყველა კლუბის 130 მებრძოლი მონაწილეობდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები.

დაკომპლექტდება აჭარის ნაკრები, რომელიც სხვადასხვა რანგის ტურნირზე იასპარეზებს.