Golden Boy-ის პრემია დეზირე დუემ მოიგო

02 დეკ 2025

„პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების გარემარბმა დეზირე დუემ ევროპის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი მიიღო. პრესტიჟული ჯილდოს გოლდენ ბოის გადაცემის ცერემონია ტურინში გაიმართა.

20 წლის დეზირე დუე „პარი სენ-ჟერმენში“ 50 მილიონად 2024 წლის ზაფხულში გადავიდა.

შემტევმა ნახევარმცველმა დიდი წვლილი შეიტანა ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს პირველ ისტორიულ გამარჯვებაში.

ფინალში „ინტერის“ წინააღმდეგ დუემ დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.