30 აპრ 2026
„მუსიკით მოსმენილი ქართული კინოს ისტორია“ - თემაზე ბათუმის ხელოვნების მუზეუმში საჯარო ლექცია ჩატარდა.
ღონისძიებაზე,რომელსაც პროფესორი და მუსიკოლოგი ხათუნა მანაგაძე უძღვებოდა, ქართული კინოს ისტორია და მის საფუძველზე ქართულ კინომუსიკაში ჩამოყალიბებული ძირითადი მიმართულებები, მისი კულტურული კონტექსტი ,სტილი და ევოლუცია განიხილეს.
წარმოადგენილი იყო საქართველოში კინო ისტორიის პირველი ეტაპი, საარქივო ჩანაწერები , ფრაგმენტები კინოფილმებიდან,კინოსტუდიის ისტორიული ფოტოები.
საღამოზე მუსიკოსებმა ქართული კინომუსიკის ყველაზე ცნობილი შედევრები შეასრულეს.