საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა

30 აპრ 2026

ღირსების, სიმამაცის, ერთგულების და თავდადების 35 წელი. ისტორიული თარიღი ქართული ჯარისთვის – დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს 35 წელი შეუსრულდა.

თავდაცვის ძალების იუბილე ტრადიციულად ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა, სადაც "ქართული ოცნების" ლიდერები იმყოფებოდნენ. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ისტორიული მნიშვნელობის თარიღი ხელისუფლების პირველმა პირებმა მიულოცეს.

სიტყვით გამოსვლებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციაზე და გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში ქართველი ჯარისკაცების მნიშვნელოვან წვლილზე.